
დღეს გარდაცვლილი პაციენტებიდან სამივე აჭარის რეგიონს მიეკუთვნება. გარდაცვლილი პაციენტებიდან ერთი 62 წლის ქალი, მეორე 52 წლის კაცი, ხოლო მესამე 84 წლის ქალია.
გთავაზობთ დეტალურ ცნობებს სამივე გარდაცვლილის შესახებ:
გარდაცვლილი 62 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID-19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თავის ტვინის ინფაქტი, კომა, თირკმლის უკმარისობა. გადატანილი დაავადება: მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკონორალური შუნტირება, გულის უკმარისობა.
პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 7 ოქტომბერს.
მეორე გარდაცვლილი 52 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 7 ოქტომბერს.
მესამე გარდაცვლილი პაციენტი 84 წლის ქალი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
თანმხლები დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია. პაციენტის მდგომარეობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 8 ოქტომბერს.
აჭარაში მკურნალობენ:
Covid კლინიკებში – 472 პაციენტი, 14 არასრულწლოვანი, 20 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია – 42 პაციენტი. თავისუფალი საწოლები – 66. Covid სასტუმროებში – 903, მათ შორის 93 არასრულწლოვანი. აჭარაში ბინაზე 800-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.






















