
თბილისში მოკლული 25 წლის ქალის, ანასტასია შატალოვას მამამ, სერგეი შატალოვამ საქართველოში ჩამოშვვლის შემდეგ, პირველი კომენტარი “კურიერთან” საუბრისას გააკეთა. ის ბათუმის ყოფილ ვიცე მერს, ზურაბ ბერიძეს ახსენებს, რომელთანაც შატალოვას ბავშვის გამო კონფლიქტი ჰქონდა.
სერგეი შატალოვა, შვილიშვილისთვის ბრძოლას აპირებს და ადასტურებს, რომ მის ქალიშვილს ზურაბ ბერიძესთან სერიოზული კონფლიქტი ჰქონდა, რომლის მთავარი მიზეზი მცირეწლოვანი შვილი იყო.
მოკლულის მამა ბავშვზე მეურვეობას ითხოვს, თუმცა საქართველოდან წაყვანას არ აპირებს.
“ზურას არ დაურეკავს ჩვენთვის, არც სამძიმარი უთქვამს, ჩამოვიდა და ბავშვი წაიყვანა. ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ამ ბავშვის უფლებებისთვის. მამას არ ნახულობდა, ძიძას არის შეჩვეული. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, მის წაყვანას რუსეთში არ ვაპირებთ, გვინდა აქ გაიზარდოს. მაპატიონ ქართველებმა, მაგრამ როგორც ბავშვის მამა იქცევა, არაკაცური და არაქართულია,”- აცხადებს სერგეი შატალოვი.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები























