21:00 | 2021-06-19 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ახალი დეტალები ცოლ-ქმარზე, რომლებიც 6 წლის ბავშვს აწამებდნენ

ახალი დეტალები ცოლ-ქმარზე, რომლებიც 6 წლის ბავშვს აწამებდნენ

ცოლ-ქმარზე, რომლებიც 6 წლის ბავშვის წამების ბრალდებით სამართალდამცველებმა დააკავეს, “პრაიმტაიმისთვის” რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი.

 

წყარო ერთ-ერთი უწყებიდან, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაზე მუშაობს, გვიყვება, რომ ბავშვია მამინაცვალი ნარკოტიკზე, ხოლო დედა ალკოჰოლზეა დამოკიდებული. ოჯახში სამი ბავშვი იზრდება, ისინი სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურმა მუშაკებმა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

 

“ბავშვების მამინაცვალი ნარკომანია დედა ალკოჰოლს იღებს. წყვილს შორისაც ხშირად იყო კონფლიქტი, ბავშვებზე ძალადობდნენ, განსაკუთრებულად მაშინ, როცა მამას ნარკოტიკი არ ჰქონდა და დედას – სასმელი. მათ ფსიქიკა აშკარად დაზიანებული აქვთ, ადეკვატურები არ არიან.

 

ბავშვები საცოდავ დღეში იყვნენ, ძალიან კარგია, რომ ისინი მშობლებთან არ გაიზრდებიან და ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში იქნებიან.” – ამბობს წყარო.

 

 

6 წლის ბავშვს არ აძლევდნენ საკვებს, საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ - პროკურატურა თბილისში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალებზე
2021-06-196 წლის ბავშვს არ აძლევდნენ საკვებს, საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ - პროკურატურა თბილისში მომხდარი შემზარავი დანაშაულის დეტალებზე
ავტორი: თამარ ბუჩუკური

X