17:45 | 2021-12-15 ავტორი: Prime Time

ახალი დეტალები ვაზიანში დატრიალებულ ტრაგედიაზე – თვითმკვლელობით დასრულებული მკვლელობა

ახალი დეტალები ვაზიანში დატრიალებულ ტრაგედიაზე – თვითმკვლელობით დასრულებული მკვლელობა

ვაზიანის სამხედრო დასახლებაში მომხდარი მკვლელობის შესახებ, ახალი დეტალები გახდა ცნობილი. “კურიერის” ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს და სიდედრს სასიკვდილო ჭრილობები ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის საახალწლო მიღებას გამართავს
2021-12-15პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის საახალწლო მიღებას გამართავს

 

მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახი არაკონფლიქტური იყო და მათთვის გაურკვეველია, რატომ ჩაიდინა მამაკაცმა დანაშაული. მათივე თქმით, შემთხვევის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც გარდაცვლილი ცოლ-ქმრის მცირეწლოვანი შვილი სკოლიდან დაბრუნდა, სახლის კარი დაკეტილი დახვდა და დასახმარებლად ბიძას დაურეკა, რის შემდეგაც, ბინის კარი უკვე ძალის გამოყენებით შეამტვრიეს და სახლში სამი გარდაცვლილი დახვდათ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ჯერ მეუღლე მოკლა, შემდეგ სიდედრი და ბოლოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

სამართალდამცველები აგრძელებენ შემთხვევის ადგილზე მუშაობას. სამი გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში უკვე გადაასვენეს.

ავტორი: Prime Time

X