11:11 | 2020-04-05 ავტორი: Prime Time

ახალი ინფიცირებული ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს

ახალი ინფიცირებული ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ მის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტია და მათგან, ერთი ახალი პაციენტი ეროვნული ბანკის კლასტერს უკავშირდება.

 

„ჩვენთან 36 პაციენტი იმყოფება. გუშინ დაგვემატა ერთი უკვე დადასტურებული შემთხვევა. შემოგვიყვანეს ჩვენი მკურნალობის ქვეშ მყოფი პაციენტის კონტაქტი. ასევე, მასთან ერთად შემოვიდა 7 კონტაქტი, რომელთაც კვლევა დღეს დილით ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში პასუხები გვეცოდინება. ისინი ჩვენთან მყოფი პაციენტების კონტაქტები არიან. საერთო ჯამში 51 პაციენტი წევს, მაგრამ დადასტურებული არის 36. დანარჩენი პაციენტები გამოსაკვლევია„ – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

მისივე ინფორმაციით, კრიტიკულია მხოლოდ ერთი პაციენტის მდგომარეობა. დღის განმავლობაში ინფექციურში კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელდებას ელოდებიან. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ეზუგბაია აცხადებს, რომ მალე ისინიც გამოჯანმრთელდებიან.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის კორანავირუსით ინფიცირებულ თანამშრომლებს ფულთან ჰქონდა შეხება
2020-04-02არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის კორანავირუსით ინფიცირებულ თანამშრომლებს ფულთან ჰქონდა შეხება
                             
ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-04-02ეროვნული ბანკის შვიდ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

 

ავტორი: Prime Time

X