
კორონავირუსი ძირითად შემთხვევებში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და ნაკლებად ზედაპირებთან შეხებით, – ამის შესახებ „ვაშინგტონ პოსტი“ ახალ კვლევაზე დაყრდნობით წერს.
ახალი კვლევა, რომელსაც აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი უძღვებოდა, ამტკიცებს, რომ დაავადება მარტივად ვრცელდება ადამიანებს შორის ახლო კონტაქტის დროს.
კვლევის თანახმად, ვირუსი ნაკლებად ვრცელდება ინფიცირებულ ზედაპირებზე შეხების ან ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად.
























