
„ლოტო 6/42“-ში ჯეკპოტი – 1 015 291 ლარი გათამაშდა. ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი მოიგო?!
9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად „ლოტო 6/42“-ის გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი – 1 015 291 ლარი მოიგო და ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.
„საქართველოს ეროვნული ლატარია“ ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი „ლოტო 6/42“-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.
ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;
„ძალიან გახარებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ჯეკპოტის მოგებულის გამოჩენას, ის ხომ მილიონერია!!!
ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ლატარიის თამაში, შეიძნეთ ბილეთები და ითამაშეთ მსოფლიოში ყველაზე უძველესი, იღბლიანი და კეთილი თამაში – ლოტო!
ლატარიაში მოგება სასწაული ნამდილად არ არის – რომც იყოს, ჩვენთან ეს სასწაულები ხდება!“ – აცხადებენ „საქართველოს ეროვნულ ლატარიაში“.
ჯეკპოტის მოგება რთული სულაც არ ყოფილა – „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ახალი კომპანია ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და ამ დროის მანძილზე „ლოტო 6/42“-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ მილიონ ლარზე მეტი.
„ლოტო 6/42“-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება სამშაბათსა და პარასკევს, „ტვ იმედის“ პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!
(R)






















