
მოგეხსენებათ ბათუმის განვითარების ტემპი ბოლო წლების განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილია, რაც ძალიან გვახარებს. ბათუმს შეემატა სრულიად ახალი თანამედროვე არქიტექტურის უბანი – გმირთა ხეივანი, რომელიც მალე ბათუმის სავიზიტო ბარათი გახდება.
იგი განთავსებულია ბათუმის ცენტრში, რაც გადაადგილებისათვის საუკეთესო ადგილმდებარეობაა ნებისმიერი მიმართულებით. გმირთა ხეივანი შავი ზღვის სანაპიროდან იწყება, მასზე განთავსებულია ქალაქის ულამაზესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტები – როგორებიცაა: მოცეკვავე შადრევნები, იუსტიციის სახლი, სტადიონი და ა.შ. გარდა ამისა აქვე მიმდინარეობს სხვადასხვა საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობა.
ჩვენ განვიხილეთ რამოდენიმე მშენებარე კომპლექსი გმირთა ხეივანზე რომლებიც იდეალურია ახალგაზრდა ოჯახებისთვის და მოვამზადეთ თქვენთვის მიმოხილვა, რათა გაერკვეთ თუ რა მნიშვნელოვან ფაქტორებზე უნდა გააკეთოთ აქცენტი ბინის შეძენისას.
მოგეხსენებათ, ბინის შეძენა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა. პროცესი ერთი შეხედვით სასიამოვნოა, თუმცა ზოგჯერ დამღლელიც, მაგრამ უმთავრესია შევარჩიოთ სანდო კომპანია.
თუ ბინის ყიდვას ზღვისპირეთში აპირებთ, ბათუმი საუკეთესო ადგილია, სადაც ერთდროულად შეგიძლია დაისვენო ზღვის სანაპიროზე და არ მოწყდე ქალაქის რიტმს. ამავდროულად აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ დეველოპერულ ბაზარზე უამრავი სამშენებლო კომპანიაა, თქვენ კი გჭირდებათ საუკეთესო, რომელიც უმოკლეს დროში ხარისხიან სახლს აგიშენებთ.
გთავაზობთ რამდენიმე პოპულარული კომპანიის (Intourist Residence, Accent Home by Strong Development, Gumbati, Mjm group, Guaranty group, Mega city და ა.შ.) მიმოხილვას, რომლებიც საცხოვრებელ კომპლექსებს აშენებენ ბათუმში.
Intourist Residence – შპს ბათმშენის მიერ მშენებარე მრავალფუნცქციური კომპლექსი სახელწოდებით – ინტურისტ რეზიდენსი. კომპლექსს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის მისი ადგილმდებარეობა. ის ზღვის სანაპირიდან დაახლობით 200 მერტში მდებარეობს, კომპლექსი ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის საზღვარზე იმყოფება. კომპლექსიდან 1-2 საათის სავალზეა, ასევე სათხილამურო კურორტები გომარდული და გოდერძი.
თანამედროვე, ევროპული არქიტექტურის მქონე კომპლექსი ინტურისტ რეზიდენსი შედგება 37 სართულიანი ორი A და B ბლოკისაგან.
Gumbati – კომპანია ბათუმში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორის: გუმბათი ხეივანში, გუმბათი გორგილაძეზე, გუმბათი ჭავჭავაძეზე და ა.შ. რაც კომპანიის გამოცდილებაზე მეტყველებს. გუმბათში ბინის ფასები სტანდარტულად 650 დოლარიდან იწყება. გუმბათი ხეივანში პროექტი გამოირჩევა ადგილმდებარეობით, კომპლექსი გმირთა ხეივანში, ბათუმის ცენტრალურ სტადიონთან მდებარეობს. რაც შეეხება გადახდის პირობებს, კომპანია მომხმარებელს ინდივიდუალურ გადახდის პირობებს სთავაზობს.
𝐌𝐉𝐌 GROUP-ის მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი ზღვასთან ახლოს მდებარეობს. კვადრატული მეტრის ფასი 700 დოლარიდან იწყება და დამოკიდებულია ბინის ადგილმდებარეობაზე. როგორც პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, MJM Panorama გამოირჩევა იმითაც, რომ ყველა გასართობ, რეკრეაციულ, სახელმწიფო, საგანმანათლებლო და სავაჭრო ობიექტზე მარტივი ხელმისაწვდომობაა.
Strong Development – სამშენებლო კომპანიის რიგით მეორე პროექტზე მუშაობს. თუმცა პროექტი Accent Home – პირველი მასშტაბური პროექტია, რომელიც მდებარეობს გმირთა ხეივანზე, მშენებლობაში მიწვეულია გამოცდილი ინჟინერთა და მშენებელთა გუნდი. მოგეხსენებათ, მათი გამოცდილება ამ სფეროში ათეულ წელს ითვლის. კომპანია სამშენებლო მასალების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში.
საცხოვრებელ კომპლექსში ფასები 470 დოლარიდან იწყება თეთრი კარკასის მდგომარეობით.
კომპლექსის მთავარი უპირატესობებია:
● ადგილმდებარეობა (UEFA სტადიონთან ახლოს, ზღვიდან 10 წუთის სავალზე).
● კომპლექსი სრულად გაზიფიცირებულია და შენდება მერიის მხარდაჭერით.
● ტერიტორიაზე მოწყობილია უსაფრთხო საბავშვო ზონა, გარე და შიდა საპარკინგე სივრცეები.
● შენდება ახალი სამშენებლო რეგულაციების დაცვით.
Guaranty group – კომპანია „გარანტი ჯგუფი“ დეველოპერულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში განხორციელებული აქვთ რამოდენიმე მრავალბინიანი სახლის პროექტი და ყველა დასრულებული კომპლექსი ექსპლუატაციაშია მიღებული. „გარანტი ჯგუფი“ აქტიურად ანხორციელებს სხვადასხვა პროექტებს, მოცემული მომენტისთვის გთავაზობთ მიმდინარე პროექტს „Guaranty Dream House“ – ს. ბინის ფასი იწყება 580 დოლარიდან.
Mega city – 25 სართულიანი კორპუსი ბათუმში, ზღვიდან 200 მეტრში მდებარეობს. საცხოვრებელ კომპლექსში ფასები იწყება 750 დოლარიდან, სართულზე კი 7 ბინაა განლაგებული.
ჩვენ ასევე გავესაუბრეთ ბათუმის მაცხოვრებელს რომელიც გახლავთ უძრავი ქონების ექსპერტი – ნათია ომერაძე.
-გამარჯობა ნათია, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი იმ კომპლექსებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ ეტაპზე შენდება ბათუმში, გმირთა ხეივანზე.
-მე ვცხოვრობ ბათუმში და უძრავი ქონების სფეროში უკვე რამოდენიმე წელია ვმოღვაწეობ. ზემოთ ხსენებულ კომპანიებს დიდი ხანია ვიცნობ პირადად. ამ ეტაპზე ვარ ჩემთვის უძრავი ქონების შეძენის პროცესში და როგორც სხვა ახალგაზრდა ოჯახი , შერჩევისას წავაწყდი სირთულეებს. როგორც სპეციალისტი, მე ყურადღებას ვაქცევ ბევრ დეტალს რადგან, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მშენებლობის ხარისხი და რათქმაუნდა იურიდიული მხარეები. ბათუმში დღესდღეისობით ბევრი ღირსეული მშენებარე პროექტია, ზემოთხსენებული პროექტების გარდა მე ასევე მომწონს Black Sea Tower და New Wave Tower რომლებიც მდებარეობენ გმირთა ხეივანზე, – იმიტომ რომ იგი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებად ადგილია.
სიმართლე გითხრათ მე უკვე შევაჩერე არჩევანი ერთ-ერთი პროექტზე, ეს დეველოპერი წარმოდგენილია თქვენს მიმოხილვაში და ეს არის Accent Home Strong-Development-გან. ჩემი აზრით Accent-ი ერთ-ერთი ყველაზე პირველი საცხოვრებელი კომპლექსია ბათუმში, რომელიც იდეალურად არის შექმნილი კომფორტული ცხოვრებისათვის.
-რას ურჩევდით იმ მომხმარებლებს რომლებსაც უნდათ ბინის შეძენა, რაზე გაამახვილონ ყურადღება დისტანციურად შეძენის პროცესში?
-მე ყოველთვის ვაძლევ რეკომენდაციებს ჩემს მეგობრებს და ნაცნობებს, მიაქციონ ყურადღება სოციალურ ქსელებს და მათ აქტივობებს ინტერნეტ სივრცეში, რაც კარგი საშუალებაა დააკვირდე მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს. ასევე ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ მშენებლობა საჯარო რეესტრში ან მიმართოთ იურისტს კონსულტაციისთვის.
-მადლობა თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის, ვიმედოვნებ ეს დაეხმარება ჩვენს მკითხველს უძრავი ქონების შეძენის პროცესში.
-მადლობა თქვენ, ყველა მყიდველს ვუსურვებ წარმატებულ შეძენას და ყველას გისურვებთ კარგ ტურისტულ სეზონს.
ამ ბმულზე გადასვლით კი შეგეძლებათ მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია მშენებლობებზე.
დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების შეძენით ბათუმში? გადმოდმით ამ ბმულზე.
(R)






















