
„ახალი პატიმრები 21-დღიან საკარანტინე პერიოდს გადიან“,- ამის შესახებ იუსტიციის მინსიტმრა, თეა წულუკიანმა განახცადა.
მინისტრმა განმარტა, რომ ამ შემთხვევაში კარანტინი გულისხმობს ჩვეულებრივ საცხოვრებელ სივრცეს, სადაც პატიმრებს შესაბამისი პირობები აქვთ.
„ვერც ერთი ახალდაკავებული ან ახალმისჯილი პატიმარი, უკვე მეოთხე კვირა დაიწყო, ვერ შედის ძველ კონტიგენტთან მანამ, სანამ 21-დღიან საკარანტინე პერიოდს არ მოიხდის.
მე მინდა ოჯახებისთვის განვმარტო, რომ ეს არ არის ის საკარანტინე სივრცე, რომელსაც ციხის ენაზე ტრადიციულად უწოდებენ კარანტინს. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსი, შესაბამისი პირობებით, რომელიც მოწყობილია მიმღებ ციხეებში.
იქ არის როგორც კანონმდებლობის, ისე ევროპული კონვენციის დაცვით შექმნილი პიროებები ჩვენი პატიმრებისთვის, სადაც ახალი პატიმრები ატარებენ 21 დღეს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუკი არანაირი საეჭვო სიმპტომი არ გამოუვლინდებათ შეერევიან ძველ კონტისგენტს.
ხოლო ის პატიმრები, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები უკვე ციხეში მოსვლისას გამოუვლინდებათ, ვერც ერთი ვერ ხვდება ციხის ტერიტორიაზე, ისინი მივლინებულები არიან მაშინვე ერთ-ერთ სამოქალაქო კლინიკაში, სადაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე სულ 26 ახალი პატიმარი იქნა მივლენილი. 6 უკვე გაეწერა და არც ერთ მათგანს დღემდე არ დაუდასტურდა ვირუსი“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.
მანამდე, თეა წულუკიანამ თქვა, რომ პატიმრების სასამართლო პროცესზე კორონავირუსის აღმოფხვრამდე არ გავლენ.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
ასევე, დაგაინტერესებთ:























