10:51 | 2020-04-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება – მარინა ეზუგბაია

ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება – მარინა ეზუგბაია

„დღე-ღამეში 25 ახალი შემთხვევის დადასტურება აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება“- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია – 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში – 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან ასეთი დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება და დინამიკაში დავაკვირდებით და ვნახავთ აქედან”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

მისივე თქმით, 25 ახალი შემთხვევიდან 4 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან სამი ბოლნისის კლასტერიდანაა, ხოლო ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია.

 

„25 პაციენტიდან ჩვენთან გუშინ მოთავსდა 4 პაციენტი, აქედან 2 მოზარდია – 7 ბავშვი გვყავდა, კიდევ 2 დაგვემატა და 9 მოზარდი გვყავს. ამ ორი მოზარდის მდგომარეობა არ არის მძიმე, მსუბუქი სიმძიმით არიან. ერთ-ერთს აქვს დაბალი ტემპერატურა 37,3. მეორეს ტემპერატურაც არ აქვს, ჩივილები უმნიშვნელოდ გამოხატულია, დანარჩენი ორი ახალი პაციენტის მდგომარეობას რაც შეეხება, ერთთან პნევმონია არ არის, მეორესთან პნევმონიაა, მაგრამ საშუალო სიმძიმის. 3 არის ბოლნისის შემთხვევა და ერთი უცნობია, რომლის წყაროს მოძიება ახლაც მიმდინარეობს. კრიტიკული პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს, გვყავს კვლავ 17 მძიმე პნევმონიით, დანარჩენი საშუალო ან მსუბუქი პნევმონიით, ან პნევმონიის გარეშე“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით საქართველოში ახალი კორონავირუსის 456 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 5.

 

 

მნიშვნელოვანი მესიჯები ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციიდან

 

შეზღუდვები, რაც 27 აპრილიდან მოიხსნება! – მთავრობის გეგმა

 

გახარია სასწავლო პროცესის განახლების დროს ასახელებს – აკადემიური წელი არ გამოცხადდება!

 

10 სახის ფულადი დახმარება მოქალაქეებს – ნახეთ ჩამონათვალი ანტიკრიზისული გეგმიდან

 

შეზღუდვების მოხსნის გრძელვადიანი ეტაპობრივი გეგმა – ნახეთ დეტალურად

 

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს

 

თვითდასაქმებულებმა უნდა დაასაბუთონ, რომ შემოსავალი დაკარგეს – რა დახმარებას მიიღებენ ისინი ამ შემთხვევაში

 

პირები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ

 

27 აპრილიდან ავტომობილების მოძრაობა სრულად აღდგება! – გიორგი გახარია

 

როდის გაიხსნება სილამაზის სალონები – მთავრობა დროს ასახელებს

 

350 ათასამდე მოქალაქის დასახმარებლად 460 მილიონი დაიხარჯება

 

სხვა მხრივ, სხვა გზით შეუძლებელია გავუმკლავდეთ! – გახარია გამოწვეულ დისკომფორტზე

დატოვე კომენტარი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X