23:44 | 2020-10-13 ავტორი: Prime Time

ახალი შეზღუდვები​ დაწესდა! – იტალიის მთავრობამ მოქალაქეები გააფრთხილა

ახალი შეზღუდვები​ დაწესდა! – იტალიის მთავრობამ მოქალაქეები გააფრთხილა

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, იტალიის მთავრობამ ქვეყანაში ახალი შეზღუდვები დააწესა.

 

შეზღუდვები საჯარო შეკრებებს, რესტორნების ფუნქციონირებასა და სპორტულ ღონისძიებებს შეეხება.

ნუ მალავთ სიმპტომებს, ნუ დადიხართ ავადმყოფები ჯანმრთელებად შენიღბულები - პედიატრი მოსახლეობას მიმართავს
2020-10-13ნუ მალავთ სიმპტომებს, ნუ დადიხართ ავადმყოფები ჯანმრთელებად შენიღბულები - პედიატრი მოსახლეობას მიმართავს

 

იტალიის მთავრობის განკარგულებით, აიკრძალება წვეულებების გამართვა რესტორნებში, კლუბებში ან ღია სივრცეში. ასევე, მთავრობა მოქალაქეებს ურჩევს, სახლებში ექვსზე მეტი ადამიანის დასწრებით წვეულებები არ გამართონ.

 

რაც შეეხება ქორწილებსა და სხვა ცერემონიებს, 30-ზე მეტი ადამიანის დასწრება იკრძალება.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კორონავირუსის 365 470 შემთხვევა დადასტურდა, 36 246 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 240 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ავტორი: Prime Time

X