
ახალი შტამები აქვეა, ჩვენს ქვეყანასთან ახლოს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს და მოსახლეობას შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:
„პირბადე კიდევ უფრო მჭიდროდ მოვირგოთ, ხელი ხშირად დავიბანოთ. სოციალური აქტივობებისგან რაც შეიძლება თავი მაქსიმალურად შევიკავოთ.
ახალი შტამები აქვეა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანასთან საკმაოდ ახლოს. ვაქცინა და მისი გავლენა ჩვენს პანდემიაზე კიდევ უფრო შორეული პერსპექტივაა“, – წერს კულუმბეგოვი.























