
დუტა სხირტლაძე თავის ზღაპრებს, რომლებსაც წლების წინ, ძილის წინ, კოსტიუმირებული უკითხავდა პატარებს, ინტერნეტსამყაროში აბრუნებს.
“დუტას ზღაპრები” – ასე ასათაურებს ფეისბუქგვერდს, სადაც მსახიობი თავის ძველ ვიდეომასალას განათავსებს.
დუტა სხირტლაძე: – კარგი ამბავი მაქვს. სამყაროში “დუტას ზღაპრები” უნდა დავაბრუნო.
ამ ზღაპრებს რომ ვყვებოდი, მეც პატარა ბიჭი ვიყავი და ის ბავშვებიც გაიზარდნენ, მათ რომ უსმენდნენ და ზოგს შვილებიც კი ჰყავთ.

ქუჩაში მაჩერებენ და მეკითხებიან, სად არის შენი ზღაპრები, ვერ ვპოულობთ, რა კარგი იყოო. მაგრამ როგორ გინდა აღიარო, რომ დავკარგე!
ერთ მშვენიერ დღეს, სახლში სხვა რაღაცას ვეძებდი და საგულდაგულოდ გადამალული და შენახული “დუტას ზღაპრების” დივიდი დისკები ვიპოვე!
მოკლედ, დადგა დრო, რომ მათი წარმოჩენა სოციალურ სამყაროში მოხდეს. მალე ზღაპრები დაიდება ფეისბუქგვერდზე “დუტას ზღაპრები”. მაშ ასე, ახალი თავგადასავლები იწყება.






















