12:38 | 2021-01-24 ავტორი: Prime Time

ახალი წლის კლასტერს ავცდით – თენგიზ ცერცვაძე

ახალი წლის კლასტერს ავცდით – თენგიზ ცერცვაძე

ახალი წლის კლასტერს ავცდით, –  ამის შესახებ გადაცემაში „დილის შოუ“ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

 

„24-დან ბევრი რამ გაიხსნა და იყო მოლოდინი, რომ შეიძლება, შემობრუნდეს ინფექციის მატება, თუმცა დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამას ავცდით. ეს იყო ერთგვარი ტესტი საქართველოსთვის, რა ისე იდეალურად, როგორც ნორვეგიელები და შვედები აკეთებენ, მაგრამ საზოგადოებამ გამოიჩინა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ისწავლა, ზედმიწევნით შეესრულებინა რეგულაციები, რამაც მოგვცა იმედი და მოლოდინი პირველი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 546 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

 

Video: ვეძახდი გიო, გიო! აგარაკზე კარი ღია იყო, უბედურ შემთხვევას არც ვფიქრობდი - შაქარაშვილის დედა
2021-01-24Video: ვეძახდი გიო, გიო! აგარაკზე კარი ღია იყო, უბედურ შემთხვევას არც ვფიქრობდი - შაქარაშვილის დედა
ავტორი: Prime Time

X