17:48 | 2020-08-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ახალი ვირუსი ჩინეთში სახელწოდებით SFTS-ი – გარდაცვლილია 7 ადამიანი

ახალი ვირუსი ჩინეთში სახელწოდებით SFTS-ი  – გარდაცვლილია 7 ადამიანი

ჩინეთში ახალი ტიპის ვირუსი SFTS-ი გავრცელდა, რომელიც ტკიპებისგან ვრცელდება.

 

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა - გავიხსენოთ, ვინ იყო პირველი პაციენტი მსოფლიოში?
2020-08-07კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 მილიონს გადააჭარბა - გავიხსენოთ, ვინ იყო პირველი პაციენტი მსოფლიოში?

 

ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 7 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 60-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას Global Times-ი ავრცელებს. 

 

ვირუსი ჯერ კიდევ 2011 წელს გამოვლინდა. სპეციალისტების განმარტებით, ის ტკიპისგან დაინფიცირებული ადამიანიდან სხვა ადამიანს სისხლით ან ლორწოთი გადაეცემა.

 

გამოცემის ცნობით, 37-ზე მეტი ადამიანი ძიანსუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაინფიცირდა, მოგვიანებით კი 23 ადამიანს ინფექცია ანხოის პროვინციაში აღმოუჩინეს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X