
ახალქალაქში შეტანილი AstraZeneca-ს 30 ამპულიდან 29 უკან, თბილისში დააბრუნეს.
“ჯეო ჰოსპიტალის” ახალქალაქის კლინიკის დირექტორი აღნიშნულს შემდეგნაირად განმარტავს:
“300 დოზა იყო, მაგრამ ვადა ჰქონდა მაისამდე. ამის გამო 10 დოზა დავტოვე, დანარჩენი სამინისტროს დავუბრუნე, ცოდოა, რომ გაფუჭდეს. ჩემი თანამშრომლები თბილისში აპირებენ წასვლას და ”ფაიზერის” ვაქცინის გაკეთებას. ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია, რომ პანდემია დამარცხდეს“ – აცხადებს ალექსანდრე თოროიანი.
შეგახსენებთ, 15 და 18 მარტს ახალციხეში 20 მედპერსონალი, ბორჯომში კი ექვსი აიცრა. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ კი, რეგიონში არავინ აცრილა.
ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო აცრები ახალციხეში კლინიკა “იმედის“ ნაცვლად ევექსის ახალციხის ფილიალში ჩატარდება. სამცხე-ჯავახეთში 1 400 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა 15 მარტს შევიდა.






















