
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ახალშობილები დღეს დატოვებენ,- ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორიმა ლევან რატიანიმა განაცხადა.
მისი თქმით, კლინიკაში მყოფი ორსულების მდგომარეობაც სტაბილურია.
„ახალშობილების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მათ ჩაუტარდათ განმეორებით ტესტირება და მივიღეთ ისევ ანტიგენ-ანტისხეულები უარყოფითი, ამიტომ ასეთი პაციენტები დღეს დატოვებენ კლინიკას.
რაც შეეხება ორსულს, გვყავს ორი ორსული ქალბატონი. მათი მდგომარეობა სტაბილურია, როგორც დედის, ისე ნაყოფის“,- განაცხადა რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















