
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში რამდენიმე კრიტიკული პაციენტია.
„კლინიკაში 67 პაციენტი იმყოფება აქედან ინფიცირებულია 17, დანარჩენი 50 პაციენტი არის საეჭვო შემთხვევა. ასევე გვყავს რამდენიმე კრიტიკული პაციენტი და მათი მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება ახალშობილებს, მათი მდგომარეობაც მძიმეა, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადია“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
ცნობისთვის, საუნივერსიტეტო კლინიკაში, სულ სამი მცირეწლოვანი ბავშვია, მათგან 2 ახალშობილი გადმოყვანილია მარნეულ-ბოლნისიდან. ისინი კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზით გადაიყვანეს.
ამავე თემაზე:
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 30 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 98-მდე გაიზარდა.
- 30 მარტს, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს























