20:42 | 2020-12-21 ავტორი: Prime Time

ახალციხელმა კაცმა ლატარიის ბილეთი იყიდა და აღმოაჩინა, რომ წააგო – აი, რა მოიმოქმედა შემდეგ

ახალციხელმა კაცმა ლატარიის ბილეთი იყიდა და აღმოაჩინა, რომ წააგო – აი, რა მოიმოქმედა შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ახალციხის ერთ-ერთ მაღაზიაში შეჭრილი პირი დააკავეს. 35 წლამდე მამაკაცი პოლიციამ შემთხვევის ადგილზევე აიყვანა.

 

საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ძარცვას გულისხმობს.

 

მამაკაცი მაღაზია „თეო-თეოში“ დაახლოებით, 17:30 საათზე შეიჭრა.

 

თვითმხილველების თქმით, მან მომენტალური ლატარიის ბილეთი შეიძინა. მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ვერაფერი მოიგო, გამყიდველს თანხის დაბრუნება მოსთხოვა.

 

დაპირისპირების დროს გამყიდველმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

 

ახალციხეში, მაღაზიაში შეირაღებული პირი შეიჭრა

ავტორი: Prime Time

X