
ახალციხის სოფელ წინუბანში მწვანე ლეკვი დაიბადა. მეძებარმა ძაღლმა უცნაური შეფერილობის ლეკვი ერთი კვირის წინ დაბადა. ძაღლი თანდათან უფრო „მწვანდება“.
„ერთი კვირის წინ ორი ლეკვი დაიბადა ჩვენ ოჯახში, ერთი ჩვულებრივი, მეორე კი მწვანეა. სამი წელია გვყავს, აქამდე ყოველ დაყრაზე 10-12 ლეკვი ჰყავდა. ახლა მხოლოდ ორი ლეკვი ჰყავს. ვნახეთ, რომ ერთი მწვანე იყო, თუ გაიყიდება გავყიდით, თუმცა ჯერ პატარა მხოლოდ ერთი კვირისაა“,- ამბობს ლეკვის მეპატრონე ვლადიმერ გოგოლაძე.

ლეკვს გოგოლაძეებმა შრეკი დაარქვეს.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში 31 დეკემბერს პირველი მწვანე ლეკვი “გრინჩი” მესარკიშვილების ოჯახში გაჩნდა.
ავტორი: რუსკა გვარამაძე






















