13:29 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

ახალციხეში რუსეთიდან და ევროპიდან დაბრუნებულები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

ახალციხეში რუსეთიდან და ევროპიდან დაბრუნებულები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს

12 მარტის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში 19 მოქალაქე იმყოფება. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირების რაოდენობა, რომლებიც ექიმების მითითებით საკარანტინე პერიოდს სახლში ატარებენ, ორ დღეში ოთხით გაიზარდა.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაემატა ოთხი მოქალაქე, კერძოდ, ორი პირი გერმანიიდან, ერთი – პოლონეთიდან, ერთი კი რუსეთიდან. თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს.

 

„ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომატიკა ამ 19 ადამიანის შემთხვევაში არ ვლინდება“, – გვითხრა ქეთინო ჯინჭველაძემ.

 

10 მარტს თვითიზოლაციაში 16 პირი იმყოფებოდა, ერთი მათგანი იზოლაციიდან იმ საღამოსვე მოიხსნა, ორ დღეში კი ოთხი მოქალაქე დაემატა.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

X