17:46 | 2021-01-17 ავტორი: Prime Time

ახალციხეში საყოველთაო ნათლობა მდინარეში აღარ გაიმართება

ახალციხეში საყოველთაო ნათლობა მდინარეში აღარ გაიმართება

კორონავირუსის პანდემიის გამო, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, მსურველებს მდინარე მტკვარში აღარ მონათლავენ. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის განმარტებით, სოფელ მსინაძეში მტკვარი ტრადიციულად იკურთხება, თუმცა მასში შესვლა მხოლოდ განბანვის რიტუალის მონაწილეებს შეეძლებათ. ეს გადაწყვეტილება მეუფე თეოდორემ ხალხმრავლობის თავიდან აცილებისა და ჯანდაცვის უწყების რეგულაციების დაცვის გამო მიიღო.

 

„გადავწყვიტეთ, რომ საერთო ნათლობა მდინარეზე არ ჩავატაროთ, მტკვარში იქნება მხოლოდ განბანვა. ნათლობები ჩატარდება ტაძრებში, რომ უფრო დაცულები ვიყოთ“, – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა წირვის დასრულების შემდეგ.

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

X