
ქალაქ ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე სპორტული და საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდა.
აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ახალგაზრდები, თანამედროვე სტანდარტების მქონე ახალი სპორტული მოედნით, პატარები კი საბავშვო გასართობი ატრაქციონებით ისარგებლებენ.
მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
(R)






















