13:57 | 2020-09-15 ავტორი: Prime Time

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყო

დღეს, 15 სექტემბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის 39-ვე  საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ტრადიციულად  განათლების სამინისტროს საჩუქართან – ახალ წიგნებთან და ნეთბუქებთან ერთად, პირველკლასელებს მერიისგან სასკოლო-საკანცელარიო ნაკრებიც გადაეცათ. ახალციხის მერიის საჩუქარი წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 613 პირველკლასელმა მიიღო.

ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მანდატურის სამსახურის უფროსი წეროვნის საჯარო სკოლას ეწვია
2020-09-15ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მანდატურის სამსახურის უფროსი წეროვნის საჯარო სკოლას ეწვია

საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის განახლებისათვის მზადების პროცესს  ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხმალაძე ადგილზე გაეცნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია თითოეულ მოსწავლეს, სტუდენტს, პედაგოგსა და მშობელს ულოცავს სწავლის დაწყებას, ამასთან  წარმატებებს და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს.

 

 

 

R

ავტორი: Prime Time

X