15:32 | 2020-03-06 ავტორი: Prime Time

ახლა არც დანებების და არც ბოდიშების დროა – ჯანდაცვის მსსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

ახლა არც დანებების და არც ბოდიშების დროა – ჯანდაცვის მსსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გაბრეიესუსი მთავრობებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ საფრთხეს სერიოზულად მიუდგნენ და დროულად მოუხმონ სათანადო ზომებს. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ბოლო ინფორმაციაშია ნათქვამი.

 

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა აღნიშნულ საფრთხეს სათანადოდ არ უდგება.

 

„ეს სასწავლო წვრთნა არ არის. ახლა, დანებების დრო არ არის არც ბოდიშების დროა. არ არის იმის დრო, რომ თამაშიდან გახვიდეთ. ქვეყნები მსგავსი სცენარისთვის ათწლეულები ემზადებოდნენ. ახლა დროა, რომ ამ გეგმებით ვიმოქმედოთ“,-აღნიშნა გებრეიესუსმა.

 

ცნობისთვის, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი მსოფლიოს 88 ქვეყანაშია გამოვლენილი. COVID-19-ით დაღუპულთა რაოდენობა 3 385-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი – 55 600-ია.

ავტორი: Prime Time

X