
ამერიკაში მოკლული ქართველი თინეიჯერის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ჯაბა ადამიას სკოლა ავრცელებს.
„მეგობრებო.. ყველასთვის ცნობილია ჯაბა ადამიას ტრაგიკული ამბავი… ის ამერიკაში , კერძოდ ბრუკლინში დაუნდობლად გაწირეს სიკვდილისთვის.ჯაბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ყველას გვიჭირს ამ ურთულეს რეალობასთან შეგუება, სიცოცხლისმოყვარე ბიჭი აღარ გვყავს, დავკარგეთ.
ახლა ერთადერთი რამის გაკეთება შეგვიძლია მისთვის. ჯაბას ჩამოსვენება უნდა შევძლოთ და მშობლიურ მიწას დავუბრუნოთ.ვისაც სურვილი აქვს მატერიალურად დაუდგეს გვერდში გარდაცვლილის ოჯახს.
GE76BG0000000161809701 საქართველოს ბანკის ანგარიში.
01019079320. მიმღები : ლუკა ხორნაული. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.






















