
დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, სულ ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რეგონში დიდი ქორწილი ჩატარდა.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ამის ამსხველი ფოტოები მას პირადად გამოუგზავნეს.
„სამწუხაროდ, ახლა ჩამიგდეს უზრმაზარი ქორწილის კიდევ ერთი სურათი, ერთ-ერთ რეგიონიდან. მაინც ხდება. უნდა დავემორჩილოთ რეგულაციებს, ძალიან გთხოვთ.
დროებით თავი შევიკავოთ და ასეთი ქორწილები აღვნიშნოთ მოკრძალებულად, რადგან ინფექციის გავრცელების ძალიან დიდი რისკია“,- აღნიშნა აჭარაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ. იხილეთ ვიდეო
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცრებულების რაოდენობა 2937-ს შეადგენს.























