10:21 | 2021-06-10 ავტორი: Prime Time

ახლა განახებთ, ვინ არის დედალი და მამალიო – „ზილის“ მძღოლი ნახალოვკელი „ბოი ვასო“, რომელიც კრიმილებსაც აფრთხობდა

ახლა განახებთ, ვინ არის დედალი და მამალიო – „ზილის“ მძღოლი ნახალოვკელი „ბოი ვასო“, რომელიც კრიმილებსაც აფრთხობდა

გასული საუკუნის „ნახალოვკა“ და „ნახალოვკელები“ თბილისის ისტორიაში ცალკე თემა და ფენომენია.

ერთი შეხედვით „ძველი ბიჭებით“ ცნობილ უბანს ბევრი კოლორიტი გაუზრდია.

 

ერთი მათგანი, „ბოი ვასო“ გახლავთ, გვარად ციმაკურიძე.

 

მის მეუღლესთან ინტერვიუ სოციალურ ქსელში ერთმა სტატუსმა გადამაწყვეტინა, სადაც ავტორი ასეთ რამეს წერდა:

 

„მრავალი წლის, მრავალი ქარტეხილის შემდეგ, რაც ჩვენ, როგორც ხალხს თავს გადაგვხდა, შეგვიძლია შევაფასოთ და სახელები დავარქვათ განვლილ მოვლენებს.

 

საბჭოურ სახელმწიფო სისტემას, რომელიც ადამიანებს თავს მოგვახვიეს, ვერაფრით ვუწოდებთ წყობას, რომელიც შეიქმნა ადამიანების სულიერი და ნივთიერი ცხოვრების მოსაწყობად, რადგან მისი არსით ის იყო სისტემა და ნებისმიერი სისტემა ადამიანს სულიერად რყვნის და ამახინჯებს.

 

გარკვეულია ისიც, რომ ამ სისტემის შემადგენელი ნაწილები იყო: ოფიციოზი, მილიცია, უშიშროების კომიტეტი და ბოლის ქურდები. თუ პიროვნებას სახის შენარჩუნება და ადამიანად დარჩენა სურდა, უნებლიედ მოუწევდა ეომა, ეომა როგორც მილიციასთან და უშიშროებასთან, ისე ქურდებთან.

 

სწორედ ასეთი პიროვნება იყო „ბოი ვასო“ (ციმაკურიძე), სრულიად მარტოდმარტოდ გიენა ქურდებთან და მილიციასთან ერთდროულად მეომარი.

 

ერთხელაც, გამოკიდებიან ქურდები, სახლში კი შეასწრო, მაგრამ გარედან ესმის:

 

– ვასო! შე დედალო, დაიმალე არა საქათმეში?!

 

– ახლა განახებთ ვინ დედალია და ვინ მამალი, თქვენი დედები …!

 

და, აგრიალდა ვასოს მთელი არსენალი, გეგონება ბატალიონი ომობსო.

 

„ზილის” მძღოლი იყო, მშრომელი, სიმართლისთვის მებრძოლი“.

 

მის სახელს დღევანდელი ახალგაზრდობა უფრო ინგლისურად – „ბიჭი ვასოდ“ აღიქვამს ალბათ, მაგრამ სინამდვილეში მისი მეტსახელი რუსული бой-დან (ჩხუბი) მოდის, რადგან მკლავი და ძალა ერჩოდა და ხშირად ჩხუბიც უწევდა. მას ნიკალაევიჩსაც ეძახდნენ. მამას ჰგავდა თურმე, ახოვანი და ვაჟკაცური. მის მამას კი დაჰკა კოლას ეძახდნენ, რადგან ისიც კარგი მოჩხუბარი ყოფილა.

 

ბოი ვასო ნებისმიერმა „ნახალოვკელმა“ იცის. ის ერთი უბრალო, „ზილის“ მძღოლი იყო, რომლითაც მშენებლობებს ემსახურებოდა, მაგრამ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მის სიტყვას წონა ჰქონდა. მეგობრობდა „ნახალოვკელ“ ყოჩებთან, თანამდებობის პირებთანაც და შავი სამყაროს წარმომადგენლებთანაც. განაგრძეთ კითხვა

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X