18:55 | 2021-10-08 ავტორი: თამარ გონგაძე

“ახლა იმ ადგილს ასუფთავებენ, საიდანაც პირველი კონტაქტი გამოვიდა…” – სოფო ხალვაში შემთხვევის ადგილიდან

“ახლა იმ ადგილს ასუფთავებენ, საიდანაც პირველი კონტაქტი გამოვიდა…” – სოფო ხალვაში შემთხვევის ადგილიდან

ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას პირველი მსხვერპლი ჰყავს. “ის ჩემი ნათესავი აღმოჩნდა”, – წერს “ფეისბუქზე” ზურა ბაუჟაძე.

 

ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში, ახლა შემთხვევის ადგილას იმყოფება და “პრაიმტაიმთან” კომენტარს აკეთებს.

2021-10-08"ქალი იჯდა მანქანაში, რომლის ქმარ-შვილიც ნანგრევებშია" - ზურაბ ცინცქილაძე შემთხვევის ადგილიდან

სოფო ხალვაში: – პირველი კონტაქტი საიდანაც გამოვიდა, ახლა იმ ადგილს ასუფთავებენ მაშველები. ამწეები მუშაობენ, რომ ადამიანი გამოიყვანონ. მე მგონი კაცია. ქალიც გამოვიდა კონტაქტზეო, ამბობენ. ჩვენც ყველა დაბნეული და თავზარდაცემული ვართ.

 

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ოჯახის წევრები და მეზობლები გვერდით გვიდგანან, ვითვლით ადამიანებს…

 

თავიდან ითქვა, 10 ადამიანი, მერე 12. ზუსტი რიცხვი, არ ვიცით.

 

აქ არის ბიჭი, რომელიც მაღაზიაში გავიდა, ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი სახლში დატოვა. ერთი ახალგაზრდა ქალია, რომლის მამაც არის მოყოლილი ნანგრევებში.

 

სრული მობილიზებაა, განათება ირთვება, რომ მუშაობა არ შეწყდეს. თან ჭრიან, ფრთხილად იღებენ ნანგრევებს, ლოდებს, რომ არ დაზიანდეს ვინმე.

 

მძიმე სიტუაციაა. იმედია, გადარჩებიან ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები.

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

X