
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი საფრთხე, ახლა თბილისშია.
„კარგია, რომ აჭარაში მცირდება, მაგრამ თბილისში იზრდება. ახლა ყველაზე მეტი საფრთხე თბილისშია,“- განაცხადა ენდელაძემ.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 313 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.






















