
საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი მსახიობ კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ოქიტაშვილის ინფორმაციით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მართვით სუნთქვაზე არ იმყოფება.
„ბევრი მირეკავს და მეკითხება ბატონი კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორაა. როგორც ახლა მაცნობეს კლინიკიდან. ბატონი კახის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური და ის არ იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უფალი ფარავდეს ბატონ კახის, ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს დავით ოქიტაშვილი.
რა სიმპტომებით გადაიყვანეს კლინიკაში კახი კავსაძე, რომელსაც კოვიდი დაუდგინდა






















