
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ ვერცერთი პოლიტკური ძალა ვერ უკარნახებს ხალხს, როგორი უნდა იყოს ძალთ ბალანსი პარლამენტში და ვინ იქნება პოლიტკურ ავანგარდში.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საზრუნავი სიღარიბის დაძლევაა და ამის გამო, პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან კინკლაობას არ აპირებს.
„ვერცერთი პოლიტკური ლიდერი ვერ გადაწყვეტს, როგორი იქნება კონფიგურაცია პარლამენტში. ყველაზე მეტი ხმის მიმღები პარტია წარმოდგენილი იქნება ავანგარდში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა ისიც აღნიშნა – კონსენსუსზე იყოს ეს დაფუძნებულიო.
ხალხმა თვითონ აირჩიოს თავის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები. პროკურატურა გაიყოს სამ პალატად და ეს მოხდეს უდიდესი სამოქალაქო კონსენსუსით, ამაზე შეთანხმებას ხელს მოვაწერთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა სიღარიბის დაძლევა. მე მაგალითად ახლა ანჟელა დეიდადან მოვდივარ, რომელსაც ელემენტარული წამლების ყიდვის საშუალება არ აქვს“, – ამბობს ხატია დეკანოიძე.






















