15:48 | 2020-03-27 ავტორი: ნინი ტაველიძე

ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის – მდინარაძე

ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის – მდინარაძე

ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის. თუკი ვინმეს რაიმე აქვს დასარიგებელი და დახმარება სურს, კეთილი ინებოს და ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად გააკეთოს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პირბადეების და სადეზინფექციო საშუალებების დარიგებას.

 

„ახლა პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო არ არის. ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და უნდა ჰუმანიტარული დახმარება განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ სტრუქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც კარგად დატრენინგებული ადამიანები არიან. მოხალისემ კარგად იცის, როგორ დაარიგოს, როგორ შეაგროვოს, როგორ დაასუფთავოს, ხელთათმანი როგორ გამოიყენოს და ა.შ. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი ვინმესთვის რამე დახმარება სურს, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად, მათი დახმარებით და მათი რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:

 

 

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

 

 

 

 

 

წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს

 

 

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X