11:43 | 2021-01-20 ავტორი: Prime Time

ახლა, როდესაც ხელისუფლების გადასაცემად ვემზადები, მინდა იცოდეთ… – დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელი ემოციური სიტყვა

ახლა, როდესაც ხელისუფლების გადასაცემად ვემზადები, მინდა იცოდეთ… – დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელი ემოციური სიტყვა

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გამოსამშვიდობებელი მიმართვა გამოაქვეყნა. მიმართვას თეთრი სახლი ავრცელებს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

„ჩემო ამერიკელებო, 4 წლის წინ ჩვენ დიდი ეროვნული ძალისხმევით დავიწყეთ ქვეყნის აღდგენა, მისი სულის განახლება და მოქალაქეების მიმართ მთავრობის ერთგულების დაბრუნება. მოკლედ, ჩვენ დავიწყეთ მისია, იმისთვის რომ ამერიკა ყველა ამერიკელისთვის კვლავ დიდებული გამხდარიყო.

 

ახლა, როდესაც ხელისუფლების ახალი ადმინისტრაციისთვის გადასაცემად ვემზადები, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული მოძრაობა მხოლოდ დასაწყისია.

 

ამ დიდებულ ადგილს ვტოვებ ერთგული და მხიარული გულით, ოპტიმისტური სულისკვეთებითა და უმაღლესი ნდობით. იმის იმედით, რომ ჩვენი ქვეყნისა და ბავშვებისთვის ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. მადლობა და ნახვამდის. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“,- აცხადებს დონალდ ტრამპი.

 

დონალდ ტრამპმა მომავალ ადმინისტრაციას წარმატება უსურვა, თუმცა ჯო ბაიდენის სახელი არ უხსენებია.

 

„ჩვენ ვლოცულობთ მათი წარმატებისთვის ამერიკის კეთილდღეობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში“,- განაცხადა ტრამპმა.

 

ის მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც პრეზიდენტობის გზის გავლაში დაეხმარნენ, მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრებს, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და მის ოჯახს, გენშტაბის უფროსს, მარკ შედოუს, თეთრი სახლის თანამშრომლებსა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, საიდუმლო სამსახურს, შეიარაღებულ ძალებსა და სამართალდამცველებს. დონალდ ტრამპმა განსაკუთრებული მადლობა ამერიკელ ხალხს გადაუხადა.

 

„ყველაზე მეტად მსურს, მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს. მემსახურა როგორც თქვენი პრეზიდენტი, იყო ჩემთვის წარმოუდგენელი პატივი. მადლობა ამ განსაკუთრებული პრივილეგიისთვის“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

ამასთან, ყველაზე დიდ მიღწევად მან ის დაასახელა, რომ პირველი პრეზიდენტია ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია.

 

„მეამაყება, რომ ათწლეულების განმავლობაში ვარ პირველი პრეზიდენტი, რომელსაც ახალი ომები არ დაუწყია,“- აღნიშნა ტრამპმა.

 

დონალდ ტრამპმა საკუთარი ადმინისტრაციის მიღწევებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში შესაძლებელი გახდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის რეკორდულად მცირე დროში შექმნა.

 

„სხვა ადმინისტრაციას 3,4,5 ან შესაძლოა, 10-მდე წელი დასჭირვებოდა ვაქცინის შესაქმნელად. ჩვენ ეს ცხრა თვეში გავაკეთეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

 

ავტორი: Prime Time

X