
“ახლა საჭიროა, ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში”,- ამის შესახებ მიმართვას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცხიდინა ავრცელებს.
მისი თქმით, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არ გაათავისუფლონ, თუმცა ეს არ გამოუვათ.
“თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა, ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით, ყველგან საქართველოში. ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები. ამის გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, გარეთ რომ ვიქნები, ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი.
გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული,”- წერს სააკაშვილი.






















