17:55 | 2021-08-07 ავტორი: თამარ ბუჩუკური

“ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება” – პატრიარქი ლია სალაყაიას ემშვიდობება

“ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება” – პატრიარქი ლია სალაყაიას ემშვიდობება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლია სალაყაიას სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

 

ილია მეორე გარდაცვლილის ახლობლებსა და მოსწავლეებს ლოცვისკენ მოუწოდებს.

 

“ლია სალაყაიას სახელი საქართველოს ეკლესიის თანამედროვე ისტორიაში შევა, როგორც ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უდიდესი მსახურისა და მისთვის დამაშვრალისა.

 

მთაში თუ ბარში, სოფლად თუ ქალაქად, დიდებთან თუ პატარებთან, პატიმრებთან თუ უცხოეთში მყოფ ქართველებთან, ჯარისკაცებთან თუ ეკლესია-მონასტრებში, უჩვეულოდ მოსიყვარულე, დაუზარელი, გულანთებული ლია მასწავლებელი ყველგან იყო და ყველასთვის იყო.

 

ეკლესიისთვის თავდადებული, ძველ წმიდა მოღვაწეთა მსგავსი, სრულიად უვერცხლო მუშაკი ღვთისა, ახლა უკვე მარადიულობის ბილიკებს მიუყვება.

 

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს მისი სული.

 

უფალმან ლიას უკვდავი სული სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მის ახლობლებს, მოსწავლეებსა და გულშემატკივართ მოანიჭოს ლოცვის ძალა და თვისი შეწევნა, ამინ!” – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X