
მომღერალ თემურ წიკლაურის გარდაცვალებაზე გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მისი შვილიშვილი, ანდრო გოგიბედაშვილიც ეხმაურება.
„მეგობრებო, ვინც პოსტავს ბაბუაჩემ თემურ წიკლაურზე, რომ გარდაიცვალაო, არის სრული ტყუილი და სისულელე. არ დაიჯეროთ ეს მახინჯი ჭორი, რომელიც ამ წამს გავრცელდა. ახლა ველაპარაკეთ ექიმს და ცოცხალია და სტაბილურ მდგომარეობაში არის. ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს გოგიბედაშვილი.
შეგახსენებთ, 75 წლის თემურ წიკლაურს კორონავირუსი დაუდასტურდა და მდგომარეობის გართულების გამო მისი სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო. მომღერალი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.























