14:28 | 2020-05-18 ავტორი: ნინი ტაველიძე

ახლა ზეიმის კი არა მომზადების დროა! – WHO მთავრობებს პანდემიის მეორე ტალღების მზადებისკენ მოუწოდებს

ახლა ზეიმის კი არა მომზადების დროა! – WHO მთავრობებს პანდემიის მეორე ტალღების მზადებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ევროპის ოფისის წარმომადგენელი, ჰანს კლუგი ამბობს, რომ მთავრობები ზამთარში კორონავირუსის დამანგრეველი მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყვნენ. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

 

კლუგმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნებმა შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს. მისი თქმით, ქვეყნები მაქსიმალურად უნდა კონცეტრირდნენ, რათა ზამთარში ვირუსის მეორე ტალღას მომზადებულად დახვდნენ.

 

კლუგი ამბობს, რომ ის ძალიან შეშფოთებულია, რადგან ზამთარში შეიძლება კორონავირუსის მეორე ტალღა გრიპის სეზონს დაემთხვას. ეს ორმაგი დარტყმა იქნება.

 

მან ქვეყნებს საავადმყოფოებში საწოლების რაოდენობის გაზრდისკენ მოუწოდა.

 

 

„სინგაპურმა და იაპონიამ მალევე გაანალიზეს ის, რომ ახლა ზეიმის კი არა მომზადების დროა“,- უთხრა Telegraph-ს კლუგმა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X