18:09 | 2021-10-02 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ახმეტაში კომისიის წევრს მოკვლით დაემუქრნენ – ნაციონალური მოძრაობა

ახმეტაში კომისიის წევრს მოკვლით დაემუქრნენ – ნაციონალური მოძრაობა

ახმეტაში 22-ე უბანზე კომისიის წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მოკვლით დაემუქრნენ, ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. შემთხვევა საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

გიორგი ღანიშაშვილის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მოკვლით დაემუქრნენ.

 

საარჩევნო უბანზე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც მომხდარის მიზეზებს არკვევს. ახმეტაში საარჩევნო პროცესი მთელი დღის განმავლობაში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

 

შეგახსენებთ, ახმეტაში მერობისთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იბრძვიან.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X