12:30 | 2020-09-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, გაფართოებული ტესტირება დაიწყება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, გაფართოებული ტესტირება დაიწყება

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, გაფართოებული ტესტირება დაიწყება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

 

სოფელ მატანში, კორონავირუსი, ინფიცირებული ახალგაზრდა მამაკაცის, მშობლებს დაუდასტურდათ.

 

შსს კოვიდინფიცირებული თანამშრომლის შესახებ განცხადებას ავრცელებს
2020-09-13შსს კოვიდინფიცირებული თანამშრომლის შესახებ განცხადებას ავრცელებს

 

„ორ პირს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, უშუალო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან. ეპიდემიოლოგები მუშაობენ და სოფელში გაფართოებულ ტესტირებას დავიწყებთ. მივეცით რეკომენდაცია მატაანის სკოლას, რომ სწავლის დაწყების წინა დღეა და ჯერ პედაგოგები არ მიიღონ. სოფელ ველისციხეში ინფიცირებული ა. თ- ს 35 კონტაქტი გამოიკვეთა, აღებულია ბიოლოგიური მასალა სა პასუხს დღეს ველოდებით. ლაგოდეხში კონტაქტები თითქმის არ არის, მხოლოდ ოჯახის წევრებს გამოვიკვლევთ“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

ბოლო ორი დღის განმავლობაში, კახეთში, კორონავირუსის 6 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

 

ყველა ინფიცირებული, სამკურნალოდ, კოვიდცენტრებში, სპეციალური ეკიპირებით გადაიყვანეს.

 

დაფიქსირებული შემთხვევების კონტაქტების კვლევაზე, ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X