15:03 | 2020-06-05 ავტორი: თეონა ყაჭიური

ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს! – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მოშიმშილეებზე

ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს! – აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მოშიმშილეებზე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საკადრო ბაზის განვითარების უფროსმა, ადმინისტრაციის სახელით განცხადება გააკეთა. ემზარ პაქსაძემ ტელევიზიის შენობის წინ მოშიმშილე პირებსა და აქციის სხვა მონაწილეებზე ისაუბრა.

 

„ბოლო დღეებში ხშირია კანონმდებლობის დარღვევა და ადგილი აქვს მოშიმშილეებისა და აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიტიკურ დაკვეთებს და ჩარევას მაუწყებლის ფუნქციებში. ზეწოლას თანამშრომლებზე და მთლიანად მაუწყებელზე, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

 

საზოგადოების ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ დღეს ის პირები, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში წარმოგვიდგნენ, როგორც ნეიტრალური ადამიანები, რომლებსაც უყვართ აჭარა, რომლებსაც თითქოს აინტერესებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი, ახორციელებენ პოლიტიკურ დაკვეთებს.

 

აქციაში მონაწილე ორივე პირი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, აქვთ პოლიტიკური განაცხადები, შეწირულობები პარტიისათვის და რაც მთავარია, ეს პირები ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას მაუწყებელზე. გვინდა ჩვენი თანამშრომლების სახელით კიდევ ერთხელ მივმართო საზოგადოებას, ამ პროცესებში უკანონოდ ჩართულ პირებს, რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად ნუ გამოიყენებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ნუ განახორციელებენ ზეწოლას ჩვენს თანამშრომლებზე.

 

რუსთავის მერის მოადგილეს სცემს - დაპირისპირება მერიის შენობაში მოხდა
2020-06-05რუსთავის მერის მოადგილეს სცემს - დაპირისპირება მერიის შენობაში მოხდა

 

მოშიმშილე პირი, ალექსანდრე მილორავა და შოთა ცაავა კენჭს იყრიდნენ სხვადასხვა პერიოდებში. ალექსანდრე მილორავამ “ევროპულ საქართველოს” 2017 წლის არჩევნებზე თანხა შესწირა.

 

როცა ჩვენს თანამშრომლებს „ჩამოსულებს“ ეძახდნენ, თვითონ ალექსანდრე მილორავა თბილისშია რეგისტრირებული.

 

ასეთ კომენტარებს პოლიტიკური მომავლის პირები არ უნდა აკეთებდნენ. ეს პირები განმარტავდნენ, რომ ისინი იყვნენ ნეიტრალურები. გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული პირები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენ მიმართ, ორგანიზაციაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე” – განაცხადა ემზარ პაქსაძემ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ, უკვე მერვე დღეა, ორგანიზაცია ”მე მიყვარს ბათუმის” აქტივისტი ალექსანდრე მილორავა შიმშილობს. აქტივისტი პროტესტის უკიდურესი ფორმით, დირექტორის იმპიჩმენტსა და გათავისუფლებული თანამშრომლების დაბრუნებას ითხოვს.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X