
დილამდე გრძელდებოდა სააღდგომო ლიტურგია ალავერდის საკათედრო ტაძარში. სადღესასწაულო მსახურება ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღავლინა.
მსახურებას ალავერდის ტაძრის მრევლის მცირე ნაწილი ესწრებოდა, რომელიც ეკლესიაში კომენდანტის საათის დაწყებამდე მივიდა. ლიტურგიაზე დამსწრეთა ნაწილი ტაძარში, ნაწილი კი ეზოში, სპეციალურად მონიშნულ ადგილზე იდგა.
წირვის დაწყებამდე, მრევლს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს, შემდეგ კი სადეზინფექციო ხსნარი და პირბადეები დაურიგეს.
წირვის დასრულების შემდეგ ტრაპეზი არ ჩატარებულა. მიტროპოლიტმა დავითმა, ლიტურგიაზე დამსწრეებს პასკა და კვერცხები დაურიგა.
მრევლმა, მონასტრის ტერიტორია, კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დატოვა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















