09:03 | 2021-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ოჯახს შეხვდა

ალეკ ბოლდუინი ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის ოჯახს შეხვდა

ჰოლივუდის მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე, მის მიერ გასროლის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის მეუღლეს და 9 წლის შვილს შეხვდა.

 

უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება - აკაკი ზოიძე
2021-10-26უმძიმესი ზამთარი გველოდება, თუ კიდევ მინიმუმ მილიონამდე ჩვენი მოქალაქე არ აიცრება - აკაკი ზოიძე

 

მედიის ინფორმაციით, მსახიობისა და მამა-შვილის შეხვედრა სანტა ფეს სასტუმროში გაიმართა. ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, ალეკ ბოლდუინისა და დაღუპული ოპერატორის ქმარ-შვილის ემოციური შეხვედრა.

 

ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

 

„სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკულ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც მეუღლის, დედის და ჩვენი პატივცემული კოლეგის, ჰალინა ჰატჩინსის ცხოვრებაში მოხდა. გულმოკლული ვარ მისი ქმრის, შვილის და ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც ჰალინას იცნობდა და ვისაც ის უყვარდა,“- დაწერა მსახიობმა „ტვიტერში“.

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი – დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, Rust-ის გადაღების მოედანზე მოხდა. ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X