
ფილმ „რასთის“ გადასაღებ მოედანზე დატრიალებული ტრაგედიის შესახებ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა პირველი კომენტარი გააკეთა.
„სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა. ჰალინა ჰატჩინსი მეუღლე, დედა და ღრმად დაფასებული კოლეგა იყო. სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან იმის დასადგენად, თუ როგორ მოხდა ეს ტრაგედია. კონტაქტზე ვარ მის მეუღლესთან და ჩემს მხარდაჭერას ვთავაზობ მას და მის ოჯახს. გულგატეხილი ვარ“, – ნათქვამია ალეკ ბოლდუინის განცხადებაში.
ჰოლივუდის მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა და ფილმის რეჟისორი ჯოელ სოუსი დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა. იარაღი სარეკვიზიტო ნივთი იყო.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები























