
“ნიკა მელია დაუკრეფავში გადავიდა აშკარად ჩემთან მიმართებაში და მინდა შევახსენო, კარგად გაიხსენოს, მე ვინ ვარ, ვიღაც-ვიღაცებში არ ავერიო. ვისთანაც ასე ლაპარაკს მიეჩვია, იმ ხალხში ნუ ავერევი. ეს კარგად გაითვალისწინოს. კი ბატონო, ემოციურად მძიმე დღე აქვს, მაგრამ ცოტა მეტად გააკონტროლოს ჩემთან მიმართებაში თავისი გამონათქვამები და სიტყვები”, – ამის შესახე “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილმა ნიკა მელიას გირაოს თანხის გადასახდელად საკუთარი ხელფასის გადარიცხვა შესთავაზა, რაზეც მელიამ მუქარით უპასუხა და “პარლამენტიდან გამოყვანას” დაპირდა.
„ჩემი ფეხით არ მომიყვანო ალეკო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით გამოგიყვან მაგ პარლამენტიდან, რა შენი ხელფასიდან გადამიხდი“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
დღეს, 16 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა იმუნიტეტი შეუწყვიტა.






















