21:15 | 2021-06-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ალექსანდრე დარახველიძე: მსურს სახალხო დამცველს და მის გუნდს მადლობა ვუთხრა პოზიტიური თანამშრომლობისთვის, პროაქტიურად ვთანამშრომლობთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

ალექსანდრე დარახველიძე: მსურს სახალხო დამცველს და მის გუნდს მადლობა ვუთხრა პოზიტიური თანამშრომლობისთვის, პროაქტიურად ვთანამშრომლობთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაზე სიტყვით გამოვიდა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანმა, მინისტრის მოადგილემ სახალხო დამცველს, ასევე მის გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროაქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

 

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ომბუდსმენს და მის გუნდს ამ ძალიან საინტერესო ანგარიშისთვის, მე ნამდვილად ვიცი რა შრომა დევს ამ ანგარიშის უკან და ამის თქმის საშუალებას ჩემი ამ აპარატში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება მაძლევს. ასევე მინდა მადლობა ვუთხრა იმ პოზიტიური თანამშრომლობისთვის, რომელიც გვაქვს და მუდმივად ხდება ჩვენი მხრიდან ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა საკითხებზე, პროაქტიურად ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

 

„ექვსი მიცვალებული გავიდა ჩვენი სახლიდან, აბა რა მიხაროდეს“, - ორწლიანი დუმილი საზარელი მკვლელობის საქმეზე, გამყრელიძეების ოჯახმა, „პრაიმტაიმთან“დაარღვია
2021-06-18„ექვსი მიცვალებული გავიდა ჩვენი სახლიდან, აბა რა მიხაროდეს“, - ორწლიანი დუმილი საზარელი მკვლელობის საქმეზე, გამყრელიძეების ოჯახმა, „პრაიმტაიმთან“დაარღვია

 

რაც შეეხება უშუალოდ რეკომენდაციებს, 43 რეკომენდაცია არის გაცემული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართულებით, ბუნებრივია, ყველა რეკომენდაციის ინდივიდუალურ განხილვას ვერ მოვახერხებთ, მაქვს გარკვეული დაჯგუფება გაკეთებული, ასევე არის გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები ზოგიერთ საკითხზე, რაზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარადგინა. ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

„იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს“ - გიორგი შაქარაშვილის დედა ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს
2021-06-18„იოტისოდენა თანაგრძნობის უნარი რომ გააჩნდეს, საკუთარი დაბადების დღე ყოველ წელს ძაძით უნდა შემოსოს“ - გიორგი შაქარაშვილის დედა ემოციურ ჩანახატს აქვეყნებს
  
„ამ დროისთვის ჩანს, რომ ის საკმაოდ გადამდებია!“ - ფხაკაძე კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ ვარიანტზე, რომელიც პერუში დაფიქსირდა 
2021-06-18„ამ დროისთვის ჩანს, რომ ის საკმაოდ გადამდებია!“ - ფხაკაძე კორონავირუსის კიდევ ერთ ახალ ვარიანტზე, რომელიც პერუში დაფიქსირდა 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X