13:45 | 2021-10-25 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ალუდა ღუდუშაური – სახალხო დამცველი ვერ აბარებს ნეიტრალიტეტის ტესტს

ალუდა ღუდუშაური – სახალხო დამცველი ვერ აბარებს ნეიტრალიტეტის ტესტს

“სახალხო დამცველი ვერ აბარებს ნეიტრალიტეტის ტესტს, ეს არის სრულიად ნათელი და ცალსახა. სახალხო დამცველს სულ უფრო და უფრო უჭირს თავისი პოლიტიკური სიმპათიების მოთოკვა და სააშკარაოზე გამოტანა, ამიტომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მოცემულობით, რაც არის. კონსილიუმის წევრები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რასაც იტყვიან, ისე მოიქცევა იუსტიციის სამინისტრო”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წვერმა  ალუდა ღუდუშაურმა  მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის საკითხზე განაცხადა.

სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი მე-18 დაწესებულებაში არის - რატი ბრეგაძე
2021-10-25სახალხო დამცველის დასკვნაში ერთი ფაქტობრივი შეცდომაც იყო, ექიმი-რეანიმატოლოგი მე-18 დაწესებულებაში არის - რატი ბრეგაძე

 

„სააკაშვილი არის სიმულიანტი და მის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად დამსახურებული ეპითეტები სრულიად ლეგიტიმურია. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს ისე, როგორც არის ეს კანონის მოთხოვნების თანახმად. შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ დაემუქრება და არც ახლა ემუქრება სააკაშვილის ჯანმრთელობას. შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია თითქოს და რაიმე სახის სამედიცინო მომსახურება შეიძლება არ ჩაუტარდეს, ან ვერ ჩაუტარდეს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში, მგონია, რომ მორიგი სპეკულაციაა და მეტი არაფერი.

 

მე ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველი ყოფილიყო თანმიმდევრული არაერთ საკითხთან მიმართებაში და განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს. ასეთ შემთხვევაში სახალხო დამცველი ვერ აბარებს ნეიტრალიტეტის ტესტს – ეს არის სრულიად ნათელი და ცალსახა. სახალხო დამცველს სულ უფრო და უფრო უჭირს თავისი პოლიტიკური სიმპათიების მოთოკვა და სააშკარაოზე გამოტანა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის წარმომადგენლებზე, ამიტომ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ მოცემულობით, რაც არის – კონსილიუმის წევრები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები რასაც იტყვიან, ისე მოიქცევა იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის მინისტრმა სრულიად ამომწურავად გასცა პასუხი”, – ალუდა ღუდუშაურმა.

 

 

ომბუდსმენის განცხადების თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X