17:09 | 2021-11-02 ავტორი: Prime Time

„ამ ადამიანს ეკაიფებიან თუ მართლა სუიციდამდე სურთ რომ მიიყვანონ?“ – უკრაინაში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

„ამ ადამიანს ეკაიფებიან თუ მართლა სუიციდამდე სურთ რომ მიიყვანონ?“ – უკრაინაში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

უკრაინაში, უმაღლესი რადას შენობასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა. უკრაინული მედიის მიერ აქციის გავრცელებულ ფოტოს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ეხმაურება.

 

„დღეს სააკაშვილის სამშობლოში უმაღლესი რადას შენობასთან წინასწარ დაანონსებული აქცია „Free Misha“ ჩატარდა.

 

მე არ ვიცი, რა აქვთ ჩაფიქრებული, მაგრამ მსგავსი „აუუ-რამდენი-ვართ“ აქციებით იმ ადამიანს ეკაიფებიან თუ მართლა სუიციდამდე სურთ რომ მიიყვანონ?“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

ავტორი: Prime Time

X