19:12 | 2021-02-20 ავტორი: Prime Time

„ამ აღიარების გარეშე არც ერთი ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში არ შემოვა…” – ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე

„ამ აღიარების გარეშე არც ერთი ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში არ შემოვა…” – ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციაზე

ნებისმიერი ტიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული იქნება, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

 

კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი გაზაფხულზე დაიწყება.

 

„ნებისმიერი ტიპის ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული იქნება. ამ აღიარების გარეშე არც ერთი ვაქცინა ჩვენს ქვეყანაში არ შემოვა. აქ იგულისხმება ის, რომ ჩვენთან იქნება მხოლოდ ხარისხიანი და ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიით. რაც შეეხება დაანონსებულ რიცხვებს „ფაიზერის“ ვაქცინის 29 000 დოზის შემოტანის შესახებ, ეს პირდაპირ დამოკიდებულია „კოვაქსის“ წარმომადგენლობაზე.

 

როდესაც ისინი გადაწყვეტენ, აგზავნიან. შეიძლება, ეს იყოს თებერვლის ბოლო ან მარტის დასაწყისი. შემდგომ მათი გეგმით, ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 184 000 დოზის გამოგზავნა. საქართველოს ინდივიდუალური მოლაპარაკება აქვს მიღწეული ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 150 000 დოზის შეძენაზე. ამიტომ ვფიქრობ, გაზაფხულის პერიოდში ჩვენ შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ავტორი: Prime Time

X