14:38 | 2021-09-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„ამ ამაზრზენ საქმეში ჩემი ფაილებიც იძებნება“ – ვის ესაუბრა პაატა ბურჭულაძე

„ამ ამაზრზენ საქმეში ჩემი ფაილებიც იძებნება“ – ვის ესაუბრა პაატა ბურჭულაძე

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ გავრცელებულ ჩანაწერებში მისი ფაილებიც იძებნება, სადაც სასულიერო პირს ესაუბრება.

VIDEO - როგორ გამოიყურება მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ
2021-09-17VIDEO - როგორ გამოიყურება მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ

 

„ამ ამაზრზენ საქმეში ჩემი ფაილებიც იძებნება, სადაც ვესაუბრები ჩემს უახლოეს ადამიანს, მოძღვარს, სასულიერო პირს. ჩემი გაკვირვება ამათი მავნებლობით ძალიან ძნელია, მხოლოდ ის მაოცებს, თუ როგორი ორგანიზება შეუძლიათ უკიდურესად მდაბიო ბოროტმოქმედების ჩასადენად. ამ გაჭირვებულ ქვეყანაში წარმოიდგინეთ, რა დაფინანსებაა დახარჯული სისხლის სამართლის დანაშაულის დასაორგანიზებლად, რამ ასმენინათ და აშიფრინათ ამდენი უსარგებლო დიალოგი, როცა ქუჩებში საქართველოს იმედს და მომავალს, 22 წლის საუკეთესო ახალგაზრდას კლავენ.

 

იმის მაგივრად, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება დამნაშავეებს ეძებდეს და საქართველოს მოქალაქეებს იცავდეს, თავად სჩადის ამაზრზენ დანაშაულს მათ წინააღმდეგ. ჩემო მეგობრებო, უცხოეთში მცხოვრებო​ქართველებო, თუ მცირედი საშუალება გაქვთ, ჩამოდით არჩევნებზე. ჩვენი საქართველოს გადასარჩენად დღეს გადამწყვეტია თითოეული თქვენგანის ხმა, დღეს ჩვენი ხმალი ის კალამი იქნება, რომლითაც ქვეყანას უფსკრულში გადაჩეხვად ავარიდებთ.

 

მე 2 ოქტომბერს საქართველოში ვიქნები, ჩემი ხალხის გვერდით, რათა ჩემი ერთი ხმა არ დაიკარგოს, არავინ მიითვისოს! საბჭოთა დროიდან მოყოლებული რა დრო არ გამოვიარე და თავისი ხალხის ასეთი მოძულეები არავინ მინახავს. გთხოვთ, ყველანი მობილიზდით, ყველამ გაიაზრეთ რა უკიდურესი ვითარებაა, გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო!“, – აცხადებს ბურჭულაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X